Paroles

კედლის კალენდარს ვახევ კიდევ ერთ ფურცელს
გული ნორმაზე უფრო სწრაფად მიცემს
არც ეს დღე იყო ჩვეულებრივზე გრძელი
გაფრენილ წუთებს კიდევ ახალი მისდევს
კაცი კი ფიქრობს და რამდენს ითმენს
ეს წელიც არ იყო დაპირებულზე თბილი
ისევ გიყურებ შენ და ვისმენ გაცვეთილ სიტყვებს
დაღლილ გონებას აღარ სურს რომ ამ დინებას მიჰყვეს
მე მინდა ახალი დღე მინდა ახალი ღამე
თუ ვერ გამათბობ დღეს ისე მითხარი რამე
მითხარი ჩვენს ქუჩაზე გამოიდარებს მალე
მე მინდა ახალი სიტყვა მინდა ახალი სახე
თუ ვერ წამიყვან წინ შორს დამემალე
მაჩევნე ის ვინც ამ ყინულს გაალღვობს მალე
თუკი გატეხილ გულს მაინც იმედი ავსებს
გატეხილ სახელს ყველა ზურგს აქცევს
მიცემულ სიტყვას კაცი არასდროს გატეხს
აღარ მაკვირვებს ბოლო აღარ მწამს შენი ფიცი
თუ რა იქნება ხვალ უფალმა იცის
ჩვენ კი უბრალოდ შვილები ვართ ამ მიწის
ისევ გიყურებ შენ და ვისმენ გაცვეთილ სიტყვებს
დაღლილ გონებას აღარ სურს რომ ამ დინებას მიყვეს
მე მინდა ახალი დღე მინდა ახალი ღამე
თუ ვერ გამათბობ დღეს ისე მითხარი რამე
მითხარი ჩვენს ქუჩაზე გამოიდარებს მალე
მე მინდა ახალი სიტყვა მინდა ახალი სახე
თუ ვერ წამიყვან წინ შორს დამემალე
მაჩვენე ის ვინც ამ ყინულს გაალღვობს მალე
მე მინდა ახალი დღე მინდა ახალი ღამე
თუ ვერ გამათბობ დღეს ისე მითხარი რამე
მითხარი ჩვენს ქუჩაზე გამოიდარებს მალე
მე მინდა ახალი სიტყვა მინდა ახალი სახე
თუ ვერ წამიყვან წინ შორს დამემალე
მაჩვენე ის ვინც ამ ყინულს გაალღვობს მალე
Written by: Zaza Khutsishvili
instagramSharePathic_arrow_out