Crédits
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
ვაკის პარკი
Künstler:in
KOMPOSITION UND LIEDTEXT
Zaza Khutsishvili
Songwriter:in
Paroles
ეს მე ვარ ვინც გიგზავნიდა ღიმილებს
ეს მე ვარ ვინც გიხატავდა გულებს
ეს მე ვარ ცაში ვინც აფრენდა ცეცხლოვან ბურთებს
Ეს შენ ხარ ვინც მიჰყვებოდა ღრუბლებს
ეს მე ვარ ვინც იწონებდა უაზრო სიტყვებს
ეს მე ვარ ვინც აზიარებდა გაფანტულ ფიქრებს
ეს მე ვარ ვინც ვერ ამჩნევდა ვერცერთ შენს ნაკლს
ეს შენ ხარ ვინც მიჰყვებოდა ქარს
მახსოვს თბილი გაზაფხული
შენს საძებრად სიარული მახსოვს
ის ზაფხული ზღვის ნაპირზე სიყვარული მახსოვს
სევდიანი შემოდგომა
შენს ფანჯრებთან მარტო დგომა მახსოვს
Ის ზამთარი ცივად მოხურული კარიც მახსოვს
ეს მე ვარ მთელი ღამე ვინც ხედავს შენს სახეს
ეს მე ვარ ათიათასჯერ ვინც წერს შენს სახელს
ეს მე ვარ გაუბედავად ვინც რეკავს ზარს
Ეს შენ ხარ კვლავ ვინც მიჰყვება ქარს
მახსოვს თბილი გაზაფხული
შენს საძებრად სიარული მახსოვს
ის ზაფხული ზღვის ნაპირზე სიყვარული მახსოვს
სევდიანი შემოდგომა
შენს ფანჯრებთან მარტო დგომა მახსოვს
ის ზამთარი ცივად მოხურული კარიც მახსოვს
მახსოვს თბილი გაზაფხული
შენს საძებრად სიარული მახსოვს
ის ზაფხული ზღვის ნაპირზე სიყვარული მახსოვს
სევდიანი შემოდგომა
შენს ფანჯრებთან მარტო დგომა მახსოვს
ის ზამთარი ცივად მოხურული კარიც მახსოვს
Writer(s): Zaza Khutsishvili
Lyrics powered by www.musixmatch.com