Lyrics

და ჩუმად წვიმდა ქალაქზე
იქ გაჩერებები არ დგანან
შენ ყვებოდი იმაზე
როგორ სხვები ჩვენ არ გვგვანან
და ასეთს რომ გისმენდი
ვერასდროს ვიგებდი სიტყვებს
შენ ალბათ არ იცოდი
თუ რამდენ სიძულვილს ვიტევ
და თითქოს მე დღითი დღე ვტყდები
და გამთელებას ვერ ვიწყებ
დღითი დღე ვტყდები
და გარეთ ლაპარაკობს ხალხი
სადღაც ახალ კერპებს ქმნიან
მთელი დღეები შფოთავენ
და ღამით საფლავებს თხრიან
ჩუმად წვიმდა ქალაქზე
იქ გაჩერებები არ დგანან
შენ ყვებოდი იმაზე
როგორ სხვები ჩვენ არ გვგვანან
და ასეთს რომ გისმენდი
ვერასდროს ვიგებდი სიტყვებს
შენ მართლა არ იცოდი
თუ რამდენ სიძულვილს ვიტევ
♪ (მე დღითი დღე ვტყდები)
და თითქოს მე დღითი დღე ვტყდები
და გამთელებას ვერ ვიწყებ
მე, გამთელებას ვერ ვიწყებ
და თითქოს მე დღითი დღე ვტყდები
და გამთელებას ვერ ვიწყებ
მე, გამთელებას ვერ ვიწყებ
Written by: დაგდაგანი Band
instagramSharePathic_arrow_out