Lyrics

მოდის, მძიმე ნაბიჯით მოდის, ცდილობს გაგვსრისოს ყველა. კეთილს არავის არაფერს გვიქადის მისი გამჭოლი მზერა. მტაცებელია დიდი ეშვებით, სახე აქვს მურა დათვის. ნუთუ ისევ იმ ხრამში ვვარდებით? ხმა აღარ მესმის ძრავის. მტკივა მე გული, ძალიან მტკივა, როცა ყველაფერს ვხედავ. ცდილობენ, პირი ტილოთი ამიკრან სიმართლის თქმას თუ ვბედავ. ვსუნთქავ მე, ძალიან მძიმედ ვსუნთქავ, ფილტვები მევსება შხამით. ვსუნთავ მე, თითქმის აღარ ვსუნთქავ, ვარსებობ განგების ძალით. ხელი გაუშვი ქართულ მიწას, ვეღარ დამინგრევ მამის სახლს! ამ მიწას მართალი ხალხი იცავს, მომშორდი, მიხედე საკუთარ თავს! ხელი გაუშვი ქართულ მიწას, ვეღარ დამინგრევ მამის სახლს! ამ მიწას მართალი ხალხი იცავს, მოშორდი, მიხედე საკუთარ თავს! ხელი გაუშვი ქართულ მიწას, ვეღარ დამინგრევ მამის სახლს! ამ მიწას მართალი ხალხი იცავს, მოშორდი, მიხედე საკუთარ თავს! ხელი გაუშვი ქართულ მიწას, ვეღარ დამინგრევ მამის სახლს! ამ მიწას მართალი ხალხი იცავს, წადი, მიხედე საკუთარ თავს! მოდის, ჩქარი ნაბიჯით მოდის ურიცხვი ხალხის კრება. მათთვის არასდროს ერთი არ არის ორი სხვადასხვა მცნება. ცაში აწვდილი ალის წინაშე მტკიცე ფოლადიც დნება. ბოლოს საღი აზრი იმარჯვებს, ომი აღარ იქნება. ხელი გაუშვი ქართულ მიწას, ვეღარ დამინგრევ მამის სახლს! ამ მიწას მართალი ხალხი იცავს, მოშორდი, მიხედე საკუთარ თავს! ხელი გაუშვი ქართულ მიწას! ხელი გაუშვი ქართულ მიწას! ხელი გაუშვი ქართულ მიწას! ხელი გაუშვი! ომი აღარ იქნება! ომი აღარ იქნება! ომი აღარ იქნება!
Writer(s): Zaza Khutsishvili Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out