Topsongs van ჯემალ სეფიაშვილი
Credits
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
Nodiko Tatishvili
Künstler:in
ჯემალ სეფიაშვილი
Künstler:in
Giorgi Bushelashvili
Künstler:in
Brandon Stone
Künstler:in
Giorgi Tsaava
Künstler:in
KOMPOSITION UND LIEDTEXT
ჯემალ სეფიაშვილი
Songwriter:in
ირმა გურიელი
Songwriter:in
Songteksten
თბილისო, თბილისო
ჩემო თბილისო
ჩემო თბილისო
თბილისო ჩემო
ისევ მწყურია შენი ალერსი
ნაზი ჩურჩული ხეთა
სიმღერად თქმული ცისფერი ლექსი
წყალობა მაღალ ღმერთთა
ლოცვა ხარ ჩემი, სულის ვედრება
მწყურია შენით დაღლა
აღელვებულ ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა
ხარ უკვდავება ნაზი ასული
ჩუმი თილისმა ფერთა
შენი აწმყო და შენი წარსული
მზეა ხვალინდელ დღეთა
როგორც ნექტარი დამათრობელი
მდინარის ზღვარში შეთვრა
და სიყვარულის საგალობელი
წყალობა მაღალ ღმერთთა
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა
თბილისო, თბილისო
ჩემო თბილისო
შენი ალერსი ისევ მწყურია
შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალქო
მადლობა ღმერთს რომ თბილისელი ვარ
მშვიდობა შენს ქუჩებს
მშვიდობა შენს სახლებს
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
შენ იხარე ოღონდაც
და სხვა არა მინდა რა
აღელვებულს ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა
თბილისო, თბილისო
ჩემო თბილისო
ოცნება, ოცნება
ჩემო თბილისო
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა
Written by: ირმა გურიელი, ჯემალ სეფიაშვილი