Titres les plus populaires de Fula Calypse
Crédits
KOMPOSITION UND LIEDTEXT
Giorgi Shengelia
Songwriter:in
Paroles
Გატენილ სტადიონზე შემიძლია ვიყო მარტო
Მე საერთოდ არ ვჩანდე და შენ მაინც გაგართო
Ბავშვად უნდა დარჩე და თან უნდა გაიზარდო
Ჭრილი სულ მოჭუტული, თვალის გუგები ფართო
Განა ნება უნდა დამრთო
Უბრალოდ გამორთული ვარ და უნდა ჩამრთო
Არა განა უნდა მმართო
Თუ დამიბნელდა - გამინათო
(გამინათე)
Მე ამ სიბნელეში ვეძებ შენთვის ეპითეტს
Ხომ გითხარი, განვიცდი სინათლის დეფიციტს
Არასოდეს გამოსვლია ასე რეპი თეთრს
Და თუ დავისაჯე, ჩემი მოდუნებისთვის
Მდუმარებისთვის ან იქნებ ბევრი ძილისთვის
Და რომ გადავდე სულ დილისთვის, დილისთვის
Არ დამენანა დრო ამისთვის, იმისთვის
Რამდენი შეცდომაა, ვინ დათვლის? ვინ იცის?
Შენ ის ხარ, ვინც მე მინდა რომ
Არასოდეს გაქრეს
Არასოდეს ჩაქრეს
Შენ ის ხარ, ვინც მე მინდა რომ
Არასოდეს გაქრეს
Არასოდეს ჩაქრეს
Გრძელდება მოგზაურობა კომიდან კომაში
Სწრაფად, როგორც ზაფხულიდან შემოდგომაში
Ეხლაც არ ვიცი აქ გავიყვანო დრო რაში
Იქნებ გავიქცე, თუ დავიღუპო ბრძოლაში
Ეჭვი თუ შეგეპარება შენ ჩემს სისწორეში
Ამაზე ბევრი არ იფიქრო, ცოტა მოეშვი
Სივრცეებში გაჭედილი ყველა დროებში
Რატომ არ დარბიან ბავშვები ეზოებში
Მე თუ ვიომე, ქვას არ დავტოვებ ქვაზე
Ისევ გავაგალაკტიონე, ისევ ამ პლანეტაზე
Ყველა მოგზაურისთვის, ვინც გამოსულია ამ გზაზე
Და შენ მაინც მეკითხები ეს სიმღერები რაზეა?
Ღრუბელი დაგიწერს, თუ იცი კითხვა ცაზე
Არ შემოგთავაზე, მე ეს ლექსი გითავაზე
Შეგიძლია ისწავლო, დაუკრა გიტარაზე
Ყველა სცენაზე, თან სხვადასხვა ენაზე
Შენ ის ხარ, ვინც მე მინდა რომ
Არასოდეს გაქრეს
Არასოდეს ჩაქრეს
Შენ ის ხარ, ვინც მე მინდა რომ
Არასოდეს გაქრეს
Არასოდეს ჩაქრეს
Lyrics powered by www.musixmatch.com