Canciones más populares de მერაბ სეფაშვილი
Créditos
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
მერაბ სეფაშვილი
Leadgesang
KOMPOSITION UND LIEDTEXT
ჯუმბერ ჯანდიერი
Songwriter:in
ვასილ ცერცვაძე
Songwriter:in
Letras
Წმინდა სანთლის სხივი ხარ და
Ჩაუმქრალი ღიმილი ხარ
Და არავის სულ არავის არ გავხარ
Თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ
Ვინც შეგწვდება იმისი ხარ
Შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა
Სადღაც მიქრის თეთრი რაში
Სადღაც მღერის თეთრი გედი
Ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ
Აენთება ღვინო ჯამში
Აფეთქდება ჩემი ლექსიც
Და შენ დაგენთება, კარგო, კელაპტრად
Თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ
Თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
Ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას
Მიართვით მიართვით
Ვინც დალია ისევ იმან დალიოს
Ვინც უყვარდათ ისევე ის უყვარდეთ
Ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს
Სინათლე სინათლე სინათლე
Სხვანაირად ვერ ვიქნები
Ყოველ ღამით შენთვის ვკვდები
Ყოველ დილით შენით ვთვრები ხელახლა
Ზედაზენზე ცისკარს ვხვდები
Მეტეხთან მტკვარს ვუერთდები
Და ვძმაკაცობ მხოლოდ ტატოს მერანთან
Მე მოსისხლე მტერიც მიყვარს
Და ვინც მიყვარს მართლა მიყვარს
Ასაკით კი საქართველოს ხნისა ვარ
Და ყველაზე ნაღდი სიტყვა
Რაც კი მითქვამს, შენთვის მითქვამს
Შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ
Თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ
Თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
Ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას
Მიართვით მიართვით
Ვინც დალია ისევ იმან დალიოს
Ვინც უყვარდათ ისევე ის უყვარდეთ
Ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს
Სინათლე სინათლე, სინათლე
Საქართველო უსასრულო ფიქრია
Ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს
Რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია
Გიყვარდეს
Გიყვარდეს
Სადღაც მიქრის თეთრი რაში
Სადღაც მღერის თეთრი გედი
Ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ
Აენთება ღვინო ჯამში
Აფეთქდება ჩემი ლექსიც
Და შენ დაგენთება, კარგო, კელაპტრად
Საით მიქრის თეთრი რაში
Რატომ მღერის თეთრი გედი
Საით მიქრის თეთრი რაში
Რატომ მღერის თეთრი გედი
Writer(s): ვასილ ცერცვაძე, ჯუმბერ ჯანდიერი
Lyrics powered by www.musixmatch.com