Canciones más populares de ალექსანდრე ბასილაია
Créditos
AUSFÜHRENDE KÜNSTLER:INNEN
ალექსანდრე ბასილაია
Künstler:in
KOMPOSITION UND LIEDTEXT
ალექსანდრე ბასილაია
Songwriter:in
Letras
ღვინო ჯამში ცეცხლი ჯანში
ბნელში შუქი მთვარისა
დღეს ქეიფის ხალისზე ვარ
ხვალ ვიფიქროთ ხვალისა
ღვთის წყალობით არ აკლია
სუფრას ხვავი ბარაქა
ისე უნდა მოვილხინოთ
ზღაპრად დარჩეს არაკად
ტიკო ტიკო ტიკო ტიკო ღვინისა
მადლიანო მერიქიფევ ლხინისა
ტიკო ტიკო თავთ ცოცხალი
ვერ გაგიშვებ ხელიდან
ზიარებას შევსვავ შენი
მორიკრიკე ყელიდან
ტივზე ტიკი ტიკში ღვინო
გულში მცირე იმედი
დარდებს ღვინით გავიქარვებ
დუქნამდე თუ მივედი
ორთაჭალის ლამაზმანებს
დავაცხრები ჯიხვივით
დილით სახლში მიმიტანენ
ცარიელი ტიკივით
ტიკო ტიკო ტიკო ტიკო ღვინისა
მადლიანო მერიქიფევ ლხინისა
ტიკო ტიკო თავთ ცოცხალი
ვერ გაგიშვებ ხელიდან
ზიარებას შევსვავ შენი
მორიკრიკე ყელიდან
არც არავინ ბატონი მყავს
არც ვინ მეთაყვანება
ისე ვხნავ და ისე ვთესავ
როგორც მეპრიანება
ჩემი შრომით ვიმკი სარჩოს
ნაჩუქარის არ მჯერა
ვაზის ცრემლებს გაუმარჯოს
და ვაჟკაცის მარჯვენას
ტიკო ტიკო ტიკო ტიკო ღვინისა
მადლიანო მერიქიფევ ლხინისა
ტიკო ტიკო თავთ ცოცხალი
ვერ გაგიშვებ ხელიდან
ზიარებას შევსვავ შენი
მორიკრიკე ყელიდან
ტიკო ტიკო ტიკო ტიკო ღვინისა
მადლიანო მერიქიფევ ლხინისა
ტიკო ტიკო თავთ ცოცხალი
ვერ გაგიშვებ ხელიდან
ზიარებას შევსვავ შენი
მორიკრიკე ყელიდან
Lyrics powered by www.musixmatch.com